logo_geo
eng_logo
დიტო ჩუბინიძე: ბატონო ანზორ, ასი თვალი და ყური გამოიბით – თქვენი ვაჟი სააკაშვილს „ნაცსექტაში“ პირველობას ეცილება!
- +

18 ნოემბერი. 2020. 15:39

 

 

„ბატონო ანზორ, ქვეყანამ იცის, რომ სააკაშვილი ბუნებით ეჭვიანი და სისხლიანი კაცია, რომელიც კონკურენტების, მითუმეტეს, უახლოესი მეგობრების „გასუხარებაშია“ შემჩნეული!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გაზეთ „ასავალ დასავალში“ წერს და ნიკანორ მელიას მამას, ექიმს, ანზორ მელიას მიმართავს.

 

„მელიამ გუბაზი  გააბანძა, მაგრამ დიდია იმის ალბათობა, რომ თუ ასე გააგრძელებს, სწორედ იქ ამოყოს თავი, სადაც საქართველოს მთავარი გამბანძებელი – სააკაშვილი თავის ბიძასთან ერთად დიდი ხანია მოყუჩებული უნდა იყოს! აქვე ბატონ ანზორს – ნიკა მელიას მამას ერთი კეთილ და უწყინარ რჩევას მივცემთ:

 

ბატონო ანზორ, ქვეყანამ იცის, რომ სააკაშვილი ბუნებით ეჭვიანი და სისხლიანი კაცია, რომელიც კონკურენტების, მითუმეტეს, უახლოესი მეგობრების „გასუხარებაშია“ შემჩნეული! აქედან გამომდინარე, სპეციალისტებს საგანგებოდ შეამოწმებინეთ თქვენი სახლის გაზგაყვანილობა, ოჯახში ფეხი არ შემოადგმევინოთ გიორგი ბარამიძეს, ხათუნა გოგორიშვილს, ვანო მერაბიშვილს, ირაკლი ოქრუაშვილსა და მიშა მაჭავარიანს, რომლებმაც სააკაშვილის დავალება ისეთი სიზუსტით აღასრულეს, რომ არათუ ზურაბ ჟვანია, არამედ უსუფოვის ცალი ფეხსაცმელიც კი გაგუდეს! აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ ვალერი გელბახიანთან და თვითგამოცხადებულ ჟურნალისტ ელისტრაკო კილაძესთან ერთად საჭმლის ჭამა კი არა, მინდორში მოსაშარდად გასვლაც არ შეიძლება, რადგან ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის „არკადიაში“ სააკაშვილის ასპიტებმა მეკავშირეებად სწორედ ისინი გადაისროლეს და იმდენი ქნეს, რომ ბოლოს ლონდონის სრასახლში ბადრიც „გაასუხარეს“.

 

ბატონო ანზორ, ასი თვალი და ასი ყური გამოიბით – თქვენი ვაჟი სააკაშვილს „ნაცსექტაში“ პირველობას ეცილება!“ - წერს დიტო ჩუბინიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner