logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი
- +

18 ნოემბერი. 2020. 15:52

 

„ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი არ შეხვდა იმ ოპოზიციას, რომელიც რუსული საქმით არის დაკავებული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, მმართველი გუნდი ამ ფაქტზე სპეკულაციას არ აპირებს, თუმცა ის საკმაოდ ნიშანდობლივია.

 

„საქართველოში არ არის იმ პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ და ასეთი პარტიების ადგილი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა. ის სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას, ილია მეორეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მას არ გაუმართავს შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner