logo_geo
eng_logo
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: ადამიანები გაცილებით უფრო მეტ ძალადობას აწყდებიან
- +

1 ივლისი. 2016. 17:26



გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი წარმოადგენენ დაახლოებით მილიარდ ადამიანს, სულ ცოტა 3 კონტინენტზე მცხოვრებს, 57 ქვეყანაში.


„ვიცი, რომ თქვენ წელიწადში 3-ჯერ მოგზაურობთ ეუთო-ს რომელიღაც ქვეყანაში იმავე მიზეზით, რისთვისაც ჩვენ აქ შევიკრიბეთ. ეუთო-ს წევრი და მონაწილე ქვეყნები ეძიებთ დიალოგს, გამოსავალს იმ გამოწვევებისგან, რომლებსაც ქვეყნები აწყდებიან. მინდა შეგახსენოთ ქართული ანდაზა, რომელიც ამბობს, რომ ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი ჯობია.

 

ადამიანები გაცილებით უფრო მეტ ძალადობას აწყდებიან, ძალადობას, რომელიც გერმანიის საზღვრებსაც მოაწყდა. რთული დროება დაუდგა სამყაროს. მე ვგულისხმობ ლტოლვილთა კრიზისს, შუა აღმოსავლეთის კრიზისს, აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებულ კონფლიქტს. გერმანიასაც საკმაოდ რთული დრო დაუდგა. ასეთი გაუკრვევლობის დროს ჩვენ ახალ-ახალი ინსტრუმენტების შექმნა გვჭირდება იმისთვის, რომ კონფლიქტებს გავუმკლავდეთ და ასვეე გავაღრმავოთ თანამშრომლობა.

 

ასევე საქართველოში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" კონფლიქტმა თავის დროზე ათასობით და ათიათასობით ადამიანს დააკარგინა სახლ-კარი და გამოდევნა საკუთარი ისტორიული საცხოვრებელი ადგილებიდან. ანუ სტატუს კვო შეიქმნა ისეთი, რომელმაც ხელი შეუშალა მრავალ ადამიანს, რომ ნორმალური ცხოვრების რეჟიმი გაეგრძელებინა. დღეისთვის შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში კონფლიქტი არ არის, ფართო სამხედრო ოპერაციებით გამოხატული, მაგალითად, მოლდოვაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, იქაც ტერიტორიული მთლიანობა გარკვეულწლად დარღვეულია. რაც შეეხება უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაინც ძალადობა გრძელდება, არ შეწყვეტილა.

 

ჩვენი მონიტორინგის მისია უნდა გავაძლიეროთ. ეს ინციდენტები უნდა იქნას გამოძიებული და ყველა ადამიანი - ომის გამჩაღებელი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს, ეს არის ჩვენი მონიტორინგის ერთ-ერთი ამოცანა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მისია იყოს დაბრმავებული და მას წართმეული ჰქონდეს თავისი ძალა და დანიშნულება.

საქართველოში ჩვენ გვჭირდება იგივე მექანიზმების გამოყენება. ამა წლის მაისში მრავალი წლის მერე ჩვენ შევძელით, რომ აფხაზეთის რეგიონში IPRM-ის ქმედებები იქნა გაცილებით უფრო გააქტიურებული", - განაცხადა შტაინმაიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner