„სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების მთავარი მიღწევაა და 2020 წელს ზუსტად ამ ვითარებაში ჩატარდა არჩევნები, რაც დაადასტურა ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანი ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში.
მისი თქმით, საქართველოში ჩატარდა კონკურენტული არჩევნები, რომლის ფარგლებშიც დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები.
„სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების მთავარი მიღწევაა და 2020 წელს ზუსტად ამ ვითარებაში ჩატარდა არჩევნები, რაც დაადასტურა ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ. შესაბამისად პომპეოს გზავნილს ვიგებთ ზუსტად ისე, როგორც გაიგეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ეს იყო კონკურენტული არჩევნები, რომლის ფარგლებშიც დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები, რაც დაადასტურა ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.