„მაიკ პომპეოს ვიზიტიდან, ძირითადი და მთავრი დასკვნა შეიძლება ის გამოვიტანოთ, რომ საქართველოსთვის და აშშ-სთვის პრინციპულად უმნიშვნელოვანესია სტაბილურობა საქართველოში და სტაბილურობა რეგიონში“, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა გიორგი ხელაშვილმა, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„შავი ზღვის რეგიონი არის წამყვანი აშშ-ის უსაფრთხოების პოლიტიკაში და საქართველო რჩება მაგალითად და მოდელად აშშ-სთვის რეგიონული განვითარებისთვის. საქართველოს აქვს აშშ-ის პროპარტიული და ურყევი მხარდაჭერა როგორც ახლა, ასევე მომავალში. ეს არის ძირითადი დასკვნები რომელიც შეგვიძლია შემოგთავაზოთ მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.