logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებს: უნდა მაპატიოთ, სამწუხაროდ, გაგეპარეთ
- +

1 ივლისი. 2016. 17:27



„უნდა მაპატიოთ, სამწუხაროდ, გაგეპარეთ", - ასე მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს.



უნდა მაპატიოთ, გაგეპარეთ სამწუხაროდ. მოგეხსენებათ, ასეთ მისვლას, ჩვეულებრივ პიარის სუნი" აქვს, რომ რა კარგი ტიპი ვარ". სტუდენტებთან შეხვედრაზეც, ვცდილობ, გაგეპაროთ, ხან გამოდის, ხან - არა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობით შეხვედრები და ისედაც, ადამიანური. იმედია, მაპატიებთ, გაპარვის მიზეზი იყო, რომ მინდა, ხანდახან მქონდეს საშუალება, ამ ხალხთან  უბრალოდ, მარტივად, ვისაუბროთ უჰალსტუხოდ. ახლაც, აქედან ვაპირებ, გაგეპაროთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

განათლების მინისტრი დღეს დილით, რეგისტრაციის დაწყებისას ტექნიკურ უნივერსიტეტში გახსნილ საგამოცდო ცენტრში არ მისულა, სადაც ტრადიციულად 09:00 საათზე, მინისტრისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის პირველი კომენტარი კეთდებოდა.



ალექსანდრე ჯეჯელავა მუხიანში მდებარე საგამოცდო ცენტრში მივიდა, თუმცა მედია ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner