მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების ამაღლებაში წარმატებას მიაღწია.
„საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სასამართლო რეფორმებსა და დემოკრატიულ პროგრესზე საუბრით ვისიამოვნე. საქართველომ მიაღწია პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გამტკიცებაში“, - წერს მაიკ პომპეო.