logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება იმ სერიოზული უსაფრთხოების გამკლავება, რაც რეგიონშია
- +

18 ნოემბერი. 2020. 17:41

 

„აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, საქართველოს ძალიან გაუჭირდება იმ სერიოზული უსაფრთხოების გამკლავება, რაც რეგიონშია“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, „რუსთავი 2“-ის ეთერში მაიკ პომპეოს ვიზიტზე და აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა.

 

„პრემიერმა გახსნით სიტყვაში, რომელიც საჯარო იყო, ძალიან მკაფიო გზავნილი გააჟღერა, რომ ჩვენ მოწადინებული ვართ და მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილ და გაძლიერებულ წარმომადგენლობას საქართველოში. ეს ეფუძნება იმ შედეგებს, რაც გვაქვს ბოლო 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ადმინისტრაციასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. წინა ადმინისტრაციის პირობებში, როდესაც კერი საქართველოში იმყოფებოდა ხელი მოვაწერეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების მემორანდუმს, რომელიც ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. ეს არის ნდობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

 

საქართველოში ამერიკელების ყოფნა კონკრეტულ შედეგებზე მიუთითებს. ჩვენ პარტნიორი გვანდობს სამეთაურო სწავლების წარმართვას. ჩვენ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, ძალიან გაგვიჭირდება იმ სერიოზული უსაფრთხოების გამკლავება, რაც რეგიონშია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner