logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია მკვეთრად გასაგებია ყველასათვის, გარდა „ლუზერი“ ნაცოპოზიციისა
- +

18 ნოემბერი. 2020. 18:06

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

 

„თუ სწორად მახსოვს, მაიკ პომპეოს გარდა, საქართველოს აშშ-ის 6 სახელმწიფო მდივანი ეწვია. (ჯეიმს ბეიკერი, კოლინ პაუელი, კონდოლიზა რაისი, ჰილარი კლინტონი, ჯონ ქერი). თუმცა, ამერიკის ტოპ დიპლომატი ასე დემონსტრაციულად არ შეხვედროდა საქართველო ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვერ ვიხსენებ. თან გუშინ პომპეო ჩამოფრინდა თუ არა, გავრცელდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გზავნილი - საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია მკვეთრად გასაგებია ყველასათვის, გარდა „ლუზერი“ ნაცოპოზიციისთვის.

 

ხოლო სააკაშვილის მიერ დაანონსებული ოპოზიციის შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან, დიპლომატიურ-პროტოკოლური სვლაა, ძალიანაც რომ არ განაწყენდნენ ქუჩის ოპოზიციის ფლანგზე“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner