logo_geo
eng_logo
ჯანმო: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 10%-ით შემცირდა
- +

18 ნოემბერი. 2020. 18:35

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 10%-ით შემცირდა.

 

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ევროპაში მსგავსი მაჩვენებელი პირველად სამი თვის განმავლობაში დაფიქსირდა.

 

„ევროპის რეგიონზე გლობალური კოვიდ-შემთხვევების 46% და კორონავირუსით სიკვდილიანობის 49% მოდის“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

 

ამასთანავე, ახალი შემთხვევების შემცირების მიუხედავად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 18%-ით გაიზარდა.

 

ჯანმო-ში აცხადებენ, რომ ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირება დაწესებული შეზღუდვების შედეგია.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner