ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 10%-ით შემცირდა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ევროპაში მსგავსი მაჩვენებელი პირველად სამი თვის განმავლობაში დაფიქსირდა.
„ევროპის რეგიონზე გლობალური კოვიდ-შემთხვევების 46% და კორონავირუსით სიკვდილიანობის 49% მოდის“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.
ამასთანავე, ახალი შემთხვევების შემცირების მიუხედავად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 18%-ით გაიზარდა.
ჯანმო-ში აცხადებენ, რომ ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირება დაწესებული შეზღუდვების შედეგია.