logo_geo
eng_logo
ვახო ბეგიაშვილი: იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გამარტივდა მოქალაქეობის დადგენა და საარჩევნო სიებში ჩასმის საკითხი
- +

1 ივლისი. 2016. 17:34



„საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 23 ივნისს გამოსცა ბრძანება, რომელმაც გაამარტივა იმ ადამიანებისთვის მოქალაქეობის დადგენა და საარჩევნო სიებში ჩასმის საკითხი, რომლებთაც აქამდე პირადობის მოწმობა ან პასპორტი არ მიუღიათ", - წერს ყოფილი პარლამენტარი ვახო ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში.


 

„კერძოდ, მოქმედი წესის შესაბამისად, ადამიანს, რომელმაც 1991 წლამდე ან შემდგომ დატოვა საქართველოს ტერიტორია, განცხადებით უნდა მიემართა საქართველოს ხელისუფლებისთვის, წარედგინა დოკუმენტაცია, რომლითაც ადასტურებდა საქართველოს მოქალაქეობის დადგენისთვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებებს და შემდგომ მიცემოდა მას პირადობის დოკუმენტი. ახლა კი, თვითმმართველობის ორგანოებს უფლება მიენიჭათ თავად იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე და თავად გამგეობის რწმუნებულის მიერ მოტანილი ინფორმაციის საფუძველზე გასცენ პირადობის მოწმობები.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით ასეთი ადამიანების სიაში ჩამატება შესაძლებელია არაუგვიანეს არჩევნებამდე 11 დღისა", - წერს ბეგიაშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner