logo_geo
eng_logo
„სომხეთის სულისკვეთება მესმის, მაგრამ როკის მიმართულებით მოძრაობის გახსნის გადაწყვეტილების წინაპირობებს ვერ ვხედავ“
- +

1 ივლისი. 2016. 17:36



„სომხეთის სულისკვეთება მესმის, მაგრამ როკის მიმართულებით მოძრაობის გახსნის გადაწყვეტილების წინაპირობებსა და საფუძველს ჯერჯერობით ვერ ვხედავ", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.



არავინ უარყოფს იმას, რომ გზების გახსნა - პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისათვის, მაგრამ როკის მიმართულებით ასეთი მოძრაობის გახსნა სერიოზულად არის დაკავშირებული არამარტო ეკონომიკურ თემასთან, არამედ ძალიან მსუყე, დიდ და რთულ პოლიტიკურ თემასთან. ასე რომ, სომხეთის სულისკვეთება მესმის, მაგრამ მისი გადაწყვეტის წინაპირობებსა და საფუძველს ჯერჯერობით ვერ ვხედავ", - განაცხადა გიორგი ვოლსკი.



სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სომხური მხარე საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა სომხეთის მოქალაქეებისთვის „სამხრეთ ოსეთის" გავლით რუსეთთან მიმავალი გზა გაიხსნას.



მისი ინფორმაციით, „სამხრეთ ოსეთის" გავლით გზის გასახსნელად ანალოგიური მოლაპარაკებები რუსულ მხარესთანაც მიმდინარეობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner