logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის პირდაპირი მოწოდება, რომ ბოიკოტი არის მიუღებელი
- +

19 ნოემბერი. 2020. 00:54

 

 

„ამერიკისთვის მნშვნელოვანია სტაბილურობა საქართველოში, სტაბილური განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობა. სწორედ არჩევნები, რომელიც ჩატარდა საქართველოში, არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ამ ზოგად კონტექსტში ისაუბრა პომპეომ“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

ჩვენი მხრიდან პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალურად გააცნო ის არსებული სიტუაცია, რაც იყო არჩევნებამდე, არჩევნებზე და რა სიტუაციაც არის დღეს შექმნილი. ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ვთანხმდებით, რომ იმ სერიოზული საგარეო რისკებისა და გამოწვევების ფონზე, რაც დღეს არის შექმნილი, როგორც არასდროს, ისეთი სასიცოცხლოდ მნშვნელოვანია საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება. მნშვნელოვანია იმ სტაბილური ვექტორის გაგრძელება, რაც დღემდე იყო და რაც ხელისუფლებამ ჩვენ მთავარ ამერიკელ პარტნიორთან ერთად მოიტანა და ამის განგრძობითობა. ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის მოწოდება ჩვენი ოპონენტების მიმართ, რაც ძალიან კარგად გაჟღერდა შემდეგ უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, სადაც იყო უფრო კონკრეტიკაზე საუბარი, პირდაპირი მოწოდება, რომ ბოიკოტი არის მიუღებელი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner