logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: უფრო დიდი პრორუსული ძალა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია, არ არსებობს
- +

19 ნოემბერი. 2020. 01:11

 

 

„სააკაშვილს უნდა რევოლუცია. მას გათვლა აქვს იმ ადამიანებზე, ვინც ვერ აღიქვამს, რა ხდება საქართველოში და სინამდვილეში აქ რომ არ არის არანაირი რევოლუციური განწყობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„საერთაშორისო ასპარეზზე მას სერიოზულად რომ არავინ იღებს, ეს მასზე კარგად არავინ იცის. არც ნათელაშვილს თავის დროზე, არც ნინო ბურჯანაძეს, ყველაზე მკაფიოდ გამოკვეთილ ანტიდასავლურ ძალებსაც კი არ უკადრიათ ეთქვათ, რომ ევროპა ეს არის კოლონიზატორი და მათ აქვთ კოლონიალური მისწრაფებები ვთქვთ, უკრაინის, კავკასიის, მათ შორის საქართველოს მიმართ და ეს გააკეთა სააკაშვილმა. რა დგას ამის უკან, ის, რომ ვერ თოკავს თავის ემოციებს, თუ ის, რაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ბიძამისთან ერთად რა სტრუქტურასაც ემსახურება და რა განათლება აქვს მიღებული, ეს ცალკე საკითხია. მე არ წავალ შეთქმულების თეორიებში, აგენტია თუ არ არის ის აგენტი, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო დიდი პრორუსული ძალაპოსტსაბჭოთა სივრცეში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია, არ არსებობს. პირდაპირ ყველაფერში აკეთებს იმას, რაც სჭირდება რუსეთს. მისი ანტირუსული განცხადებების მიღმა დგას ყველაზე დიდი პრორუსული პოლიტიკა. კარგად დავინახეთ, როგორ დასხდნენ ერთად თითქოს დაპირისპირებული პრორუსული და პროდასავლური ძალები, ბურჯანაძე, სააკაშვილი და ყველა დანარჩენები ერთად. სხედან და ერთად აგინებენ დასავლეთს, გამოვიდა ნიკა მელია და უსინდისო უწოდა ყველა ჩვენ მთავარი პოლიტიკურ პარტნიორს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner