logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: პარლამენტი არშესვლა ოპოზიციური პარტიებისთვის ხარაკირია, მათი უმრავლესობა უბრალოდ გაქრება პოლიტიკური ასპარეზიდან
- +

19 ნოემბერი. 2020. 01:51

 

 

„ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა შევა პარლამენტში იმიტომ, რომ სწორედ პარლამენტი არის ის ტრიბუნა, სადაც პოლიტიკური ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს და მით უფრო ახალი რეგლამენტით ოპოზიციას აქვს ისეთი ძალაუფლებაა,როგორიც არასოდეს არ ჰქონია. პრაქტიკულად უზარმაზარი ბერკეტი უჭირავთ“, - ამის შესახებ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ ეთერში  განაცხადა.

 

„თუ ადამიანი ლაპარაკობს, რომ არ ცნობს არჩევნებს და უნდა ჩატარდეს თავიდან, თუ წააგებს კვლავ ჩავატაროთ და მანამ ვატაროთ სანამ არ მოვიგებთ, ასეთი რამ არ არსებობს მსოფლიოში. ამ გზით ვერ წავალთ, ბუნებრივია. არსებობს საღი აზრი და ლოგიკა, გაინტერესებთ გაყალბდა თუ არა? გადავითვალოთ. ეს არ გაინტერესებთ? მაშინ წავიდეთ და პარლამენტში ვილაპარაკოთ. თუ არ შემოვიდნენ პარლამენტში, ეს თავისთავად არ არის კარგი. ერთპარტიული პარლამენტი, როგორი ბრძენების საკრებულოც არ უნდა იყოს, მაინც კამათი თუ არ არის, ზოგჯერ თუნდაც უსარგებლო. ეს არ არის კარგი სურათი პოლიტიკური კულტურისთვის , უმრავლესობაში მყოფი პარტიისთვისაც არ არის კარგი, ოპოზიციური პარტიებისთვის საერთოდ ხარაკირია, მათი უმრავლესობა უბრალოდ გაქრება პოლიტიკური ასპარეზიდან“, - განაცხადა სუბარმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner