ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 56 187 563 შემთხვევა გამოვლინდა, 1 348 600 ადამიანი გარდაიცვალა, 36 112 267 კი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 11 525 540 შემთხვევაა გამოვლენილი და 250 485 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.