logo_geo
eng_logo
ნოდარ ტურძელაძე: მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას, 21 ნოემბერს მეორე ტურში მიიღოს აქტიურად მონაწილეობა
- +

19 ნოემბერი. 2020. 11:03

 

 

„ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა „იმედის დილის“ ეთერში იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. ნოდარ ტურძელაძემ საზოგადოებას მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ეუთო/ოდირის მიერ. ამასაც აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი, იმიტომ რომ ეს არიან ფასილიტატორები, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერს დაარქვან ობიექტური სახელი. პირდაპირ მოუწოდეს მათ, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან მოახდინოს ოპოზიციამ თავისი ინტერესების (დაცვა). მე აუცილებლად მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, 21 ნოემბერს მეორე ტურში მიიღოს აქტიურად მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის“, - განაცხადა ტურძელაძემ“, - განაცხადა ტურძელაძემ.

 

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება. ტურძელაძის კონკურენტი ელენე ხოშტარიაა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner