საფრანგეთის სენატი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ რეზოლუციას განიხილავს. რეზოლუციის პროექტი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
მისი ავტორი სენატორი ბრუნო რეტაიოა. პროექტს კანონმდებლები სავარაუდოდ 25 ნოემბერს განიხილავენ. ყარაბაღის კონფლიქტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა სომხეთს მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა და თურქეთი აზერბაიჯანის მხარდაჭერისთვის მწვავედ გააკრიტიკა.