logo_geo
eng_logo
„სიენენი“: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედი და ყოფილი წევრების ნაწილმა ჯო ბაიდენის გუნდთან თანამშრომლობა დაიწყო
- +

19 ნოემბერი. 2020. 11:07

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედი და ყოფილი წევრების ნაწილმა ჯო ბაიდენის გუნდთან თანამშრომლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ტელეკომპანიას განუცხადა, რომ კონტაქტების დამყარება ბაიდენის გუნდს დაეხმარება, უკეთესი წარმოდგენა ჰქონდეს, თუ რა სახის პრობლემებთან მოუწევთ გამკლავება ადმინისტრაციის გადაბარების შემდეგ.

 

კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა კი წერილობით მიმართა ბაიდენის გუნდიდან იმ პირს, რომელიც მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის მიერ მანამდე დაკავებულ თანამდებობაზე მოიაზრება და დახმარება შესთავაზა.

 

მოქმედმა თანამშრომელმა კი აღნიშნა, რომ ასეთი არაფორმალური კონტაქტები მხოლოდ დახმარების შეთავაზებას ისახავს მიზნად და ბაიდენის გუნდიც კარგად აანალიზებს, თუ რისი გაკეთების შესაძლებლობა აქვს მოქმედ ადმინისტრაციას და რაში ვერ დაეხმარება მათ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner