სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრად არა აივაზიანი დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას ხელი სომხეთის პრეზიდენტმა მოაწერა.
არა აივაზიანი 2020 წლის 16 ოქტომბრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე მსახურობდა.
შეგახსენებთ, სომხეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.