logo_geo
eng_logo
თბილისში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ძეგლი დაიდგმება
- +

1 ივლისი. 2016. 17:43


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის რიმა ბერაძის ინიციატივითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, თბილისში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ძეგლი დაიდგმება.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ რიმა ბერაძის შუამდგომლობასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.



როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, ძეგლის დადგმის პროცესი დადგენილი წესების მიხედვით მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოცხადებულია კონკურსი და ის მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.


ვიმედოვნებ, რომ წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრების უმეტესობა ძეგლის შესაბამისი იქნება და კომისიის წევრების მოწონებას დაიმსახურებს", - განაცხადა რიმა ბერაძემ და აღნიშნა, რომ საუკეთესო ნაშრომი მისი გამოვლენისთანავე კულტურის სამინისტროში გადაიგზავნება.


დეპუტატის ინფორმაციით, გენერალ მაზნიაშვილის ძეგლი ჩუღურეთის რაიონში, მოსახლეობის სურვილისამებრ, მისივე სახელობის სკვერში დაიდგმება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner