თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციის საერთო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
სარჩელი შემაჯამებელი ოქმებისა და 2020 წლის არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხებოდა.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი იცოდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო, რადგან ისინი ხელისუფლების ნებას ემორჩილებიან.
ცნობისთვის, ოპოზიცური პარტიის ლიდერების აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მათი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი შემაჯამებელი ოქმების ბალანსი რეალობას არ ასახავს.