logo_geo
eng_logo
პრემიერი არჩევნების მე-2 ტურზე: ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში პროცესები ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს
- +

19 ნოემბერი. 2020. 11:53

 

 

„სულ რამდენიმე დღეში, 21 ნოემბერს, ქვეყანაში იქნება არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში და რა თქმა უნდა, ეს არჩევნები იქნება უაღრესი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანაში პროცესები რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში და ფორმალურ სამართლებრივ პოლიტიკურ პლატფორმაზე“, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, პანდემიის მიუხედავად, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველმა 9 პოლიტიკურ პარტიას მისცა ხმა, რათა ისინი ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინაშე ბრძოლაში ერთობლივად ჩაერთონ.

 

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მოიქცევა, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეს და იმ მოლოდინებს და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარება, სტაბილური პოლიტიკური პროცესი იმ გამოწვევების დროს, რომელსაც ქვეყანამ უნდა უპასუხოს - რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს გახლავთ გლობალური პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, რეგიონალური გამოწვევები - არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 21 ნოემბერს გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner