logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა
- +

19 ნოემბერი. 2020. 11:58

 

 

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს შევთანხმდით იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს ფასეულობებია თავისუფლება, დემოკრატია და საერთო სტრატეგიული ინტერესები“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

„გუშინ დასრულდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან დროს. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხი, აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონული პროცესების ჭრილში და საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებში. ყველაზე მთავარია ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ამერიკის მთავრობისა და ხალხის სახელით დაგვიდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური განვითარების, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ურყევი მხარდაჭერა. ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიული პროცესის შემდგომ გაძლიერებას და ინსტიტუტების გაძლიერებას. ​​შევთანხმდით იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს ფასეულობებია თავისუფლება, დემოკრატია და საერთო სტრატეგიული ინტერესები. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების თვალსაზრისით იმ წარმატებულ პოლიტიკას , რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner