logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: 21-ში ყველა შემთხვევაში ჩატარდება მეორე ტური და აუცილებელია, თითოეული ადამიანი მივიდეს არჩევნებზე
- +

19 ნოემბერი. 2020. 12:52

 

 

„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი მოსახლეობას 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

 

როგორც კახიშვილი აღნიშნავს, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მხოლოდ და მხოლოდ ანელებს პროცესს.

 

მისივე თქმით, თუკი კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი არ განაცხადა, მისი გვარი მაინც იქნება ბიულეტენში და შესაბამისად, ამომრჩეველს მოუწევს სასურველი კანდიდატის შემოხაზვა და არჩევანის გაკეთება.

 

„კანონი არ ცნობს ტერმინს, რომ მე არ ვმონაწილეობ მეორე ტურში. ეგრე მეც შემიძლია განვაცხადო ახლა, მეც არ ვმონაწილეობ მეორე ტურში, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი, რომ არჩევნები მაინც ჩატარდება. 21-ში მე მივიღებ მონაწილეობას, განვაცხადებ ამის შესახებ თუ არ განვაცხადებ, ყველა შემთხვევაში 21-ში ჩატარდება მეორე ტური და მიუხედავად თუნდაც ჩემი სურვილისა, ჩემი ოპონენტის სურვილისა, ჩვენი გვარები იქნება ბიულეტენში და შესაბამისად, ამომრჩეველს მოუწევს არჩევა ამ 2 სუბიექტისგან, მე ვგულისხმობ ჩემს ოლქს.

 

საუბარი იმაზე, რომ მე არ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში, ეს მხოლოდ და მხოლოდ ადუნებს პროცესს. იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ჩემს ოპონენტს, აუცილებლად მივლენ და შემოხაზავენ მას. 21-ში ყველა შემთხვევაში ჩატარდება მეორე ტური და აუცილებელია, რომ თითოეული ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა, ჩემი ამომრჩეველი იქნება თუ ჩემი ოპონენტის, უნდა მივიდეს, თხოვნაა ასეთი და შემოხაზოს ის კანდიდატი. რომელიც სურს“, - აღნიშნა კახიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner