logo_geo
eng_logo
ჯანმო: გასულ კვირას მსოფლიოში გამოვლენილი კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების თითქმის ნახევარი ევროპაზე მოდის
- +

19 ნოემბერი. 2020. 12:54

 

 

გასულ კვირას მსოფლიოში გამოვლენილი კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების 46% ევროპაზე მოდის, - „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

 

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონში გასულ კვირაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 10%-ით შემცირდა, რასაც ორგანიზაციაში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების გამკაცრებით ხსნიან. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ევროპაში გასული კვირის განმავლობაში კოვიდ-19-ს წინა კვირასთან შედარებით 29 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შემთხვევების ყველაზე მკვეთრი, 30 %-იანი ზრდა ავსტრიაში დაფიქსირდა, ერთ სულ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით კი (129 დაღუპული ყოველ 100 000 მოსახლეზე) მსოფლიოში ბელგია ლიდერობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner