logo_geo
eng_logo
ჰოლანდიის მთავრობამ ახალ წელს ფოიერვერკების გამოყენება აკრძალა
- +

19 ნოემბერი. 2020. 13:18

 

 

ჰოლანდიის მთავრობამ საშობაოდ და ახალ წელს ქვეყანაში ფოიერვერკების გამოყენება აკრძალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

რეგულაციის დამრღვევი პირები 100 ევროს ოდენობით დაჯარიმდებიან და მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ახალი წესები არ ვრცელდება მინი-ფოიერვერკებზე, რომელთა მოხმარებაც უსაფრთხოა.

 

ამგვარი მკაცრი ზომები გამოწვეულია COVID-19-ით, რადგან პანდემიის გამო ახალი წლის პერიოდში ექიმები სრული დატვირთვით მუშაობენ და ჩვეულებრივზე სამჯერ მეტი პაციენტი გადაჰყავთ საავადმყოფოში. ქვეყანაში ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ფოიერვერკის არასწორად მოხმარების გამო უამრავი ადამიანი დაშავებულა. მთავრობის თქმით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ზედმეტად დაკავება ამ პერიოდისთვის მიუღებელია.

 

ჰოლანდიის მთავრობა ვაჭრებს, რომელთა უმეტესობამ უკვე შეიძინა ამგვრარი საქონელი, ფინანსურ ზარალს აუნაზღაურებს. მათ გადაუხდიან 40 მილიონ ევროს და გამოყოფენ სპეციალურ საწყობებს, სადაც მოვაჭრეებს პროდუქციის შენახვა მომდევნო წლამდე შეეძლებათ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner