logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეო ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
- +

19 ნოემბერი. 2020. 14:00

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მაიკ პომპეომ და ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

 

თავის გამოსვლაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ის გოლანის მაღლობების მონახულებას აპირებს.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.

 

„დღეს მე მექნება შესაძლებლობა, გოლანის მაღლობებს ვეწვიო“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

 

როგორც ცნობილია, ამერიკელი დიპლომატი ასევე ჩავა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზეც.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში საქართველოდან ჩავიდა. მაიკ პომპეო ტურნეს ფარგლებში ასევე ეწვევა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ყატარსა და საუდის არაბეთსაც.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner