რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვი ორ წლამდე ასაკისაა, მას მრავლობითი ტრავმები და სისხლჩაქცევები აღენიშნება. ამ დროისთვის მას ოპერაცია უტარდება. კლინიკაში არ გამორიცხავენ, რომ ოპერაციის დასრულების შემდეგ მცირეწლოვანი თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანონ.