logo_geo
eng_logo
რუსთავში, მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლამდე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
- +

19 ნოემბერი. 2020. 14:03

 

 

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.

 

ექიმების ინფორმაციით, ბავშვი ორ წლამდე ასაკისაა, მას მრავლობითი ტრავმები და სისხლჩაქცევები აღენიშნება. ამ დროისთვის მას ოპერაცია უტარდება. კლინიკაში არ გამორიცხავენ, რომ ოპერაციის დასრულების შემდეგ მცირეწლოვანი თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანონ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner