„ქართული ონცების“ საარჩევნო სიის წევრი გიორგი ხელაშვილი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის რუსეთის აგენტად მოხსენიებას.
„მარგინალიზაცია კარგი საქციელი არ არის, მით უმეტეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. ნელ-ნელა ყველასთვის ცხადი ხდება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, რომ საქმე გვაქვს სრულიად არაადეკვატურ შეფასებებთან და ქცევასთან. ეს რაც მალე დასრულდება, საქართველოსთვის, მთავრობისა და ოპოზიციისთვის კარგი იქნება“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
შეგახსენებთ, სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელს, ტინი კოქსს რუსეთის აგენტი უწოდა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, დეპუტატი ტინი კოქსი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა.
დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, „მისალოცია, რომ მშვიდობიანად გაიმართა არჩევნები, რაც ყოველთვის არ ხდება“. ამასთან, მისივე თქმით, კენჭისყრისა და მომდევნო დღეს დემონსტრაციები არ არის მომწიფებული დემოკრატიისა და იმის ნიშანი, რომ პატივს სცემ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.