ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 23 610 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი ინფიცირების 2 015 608 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 463 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 34 850 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა.