ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმეს კორონავირუსი დაუდასტურდა, სასულიერო პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ „Orthodox Times“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 82 წლის მთავარეპისკოპოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. მას COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომები აქვს. დიაგნოზი მას გეგმური ტესტირების შედეგად დაუსვეს.