logo_geo
eng_logo
დღეიდან, ქუთაისში თანამედროვე სტანდარტის 10 ახალი ავტობუსი მოემსახურება მგზავრებს
- +

19 ნოემბერი. 2020. 14:57

 

 

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 6 ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან 10 ერთეული EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქ ქუთაისს გადასცა.

 

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის  18.7 მილიონი ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.

 

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი: 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ხოლო ქუთაისს  60 ერთეული ავტობუსი.

 

ახალი ავტობუსები პირველად ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან გავიდნენ სამუშაო ხაზებზე.  პროცესს დაესწრნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე,  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

„ამ ეტაპისთვის ქუთაისში ჩამოვიდა  50 მგზავრზე გათვლილი 10 ახალი ავტობუსი.  უმნიშვნელოვანესი დღეა ქუთაისისთვის- მუნიციპალური ტრანსპორტი დადის უკვე ჩვენი ქალაქის ქუჩებში. მომდევნო წლის გაზაფხულამდე კი,  ქალაქს ეტაპობრივად გადაეცემა კიდევ 50 ერთეული (მათ შორის, 6 ცალი 83 მგზავრზე გათვლილი) ახალი ავტობუსი. ყველა ავტობუსი  სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, კომფორტულია და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც  გარემოსთვის უვნებელი“, - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

 

ათივე ახალი ავტობუსი 19 ნოემბრიდან ჩაერთვება ქალაქის სატრანსპორტო ქსელში და ჩაანაცვლებს ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს. 6 ახალი ავტობუსი იმოძრავებს ე.წ. წრიულ მარშრუტზე, ხოლო 4 ავტობუსი  – ავტოქარხანა-წითელი ხიდის  მარშრუტზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner