logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე ისაუბრა
- +

1 ივლისი. 2016. 17:58


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე ისაუბრა.



ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებს და ჰუმანიტარული მდგომარეობის სიმძიმეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ახლახან, სოფელ ხურჩაში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შეუიარაღებელი ქართველი მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობა.

აღნიშნული ინციდენტები სერიოზულ რისკებს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოებას. ეს გამოწვევები და რისკები ახალი ხედვების შემუშავებისა და ერთობლივი ქმედების აუცილებლობას გვკარნახობს და ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მთელი ჩვენი ძალისხმევა კვლავ იქნება მიმართული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ, ქართული, აფხაზური და ოსური საზოგადოებების კონსოლიდაციისკენ. ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას ის სარგებელი და ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებსაც გვთავაზობს ჩვენი ევროპული დღის წესრიგი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner