logo_geo
eng_logo
შს მინისტრის პირველმა მოადგილემ NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან ონლაინ-შეხვედრა გამართა
- +

19 ნოემბერი. 2020. 16:07

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ ვიდეოკონფერენციის ფორმატით შეხვედრა გამართა ოპერაციების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ჯონ მანზასთან.

 

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხები.

 

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და NATO-სთან თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობას.

 

კახაბერ საბანაძემ NATO-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან (MARCOM) არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და შავი ზღვის რეგიონში საზღვაო სურათის აღქმის გაუმჯობესების მიმართულებით საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) როლზე ისაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების პროცესის მიმდინარეობის კუთხით მიღწეულ პროგრესს.

 

შეხვედრის დასასრულს, კახაბერ საბანაძემ ჯონ მანზას მადლობა გადაუხადა ალიანსის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

უწყების ცნობით, ონლაინშეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner