logo_geo
eng_logo
ჯორჯ სოროსი მოუწოდებს ევროკავშირს, პოლონეთისა და უნგრეთის მოთხოვნას არ დათანხმდეს
- +

19 ნოემბერი. 2020. 16:50

 

 

ჯორჯ სოროსი მოუწოდებს ევროკავშირს, პოლონეთისა და უნგრეთის მოთხოვნას არ დათანხმდეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.  მილიარდერი ფინანსისტი აცხადებს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის შესახებ დავის დროს ბრიუსელი კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის წესთან დაკავშირებით, კომპრომისზე არ უნდა წავიდეს.

 

„ევროკავშირმა არ უნდა წავიდეს კომპრომისზე, როდესაც საქმე კანონის უზენაესობას ეხება“, – ნათქვამია ჯორჯ სოროსის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

საქმე ეხება უნგრეთისა და პოლონეთის გადაწყვეტილებას, ვეტო დაადოს ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტს. ვარშავასა და ბუდაპეშტში არ ეთანხმებიან ბრიუსელის წინადადებას, რომ ევროკავშირის წევრებს ფინანსური დახმარება უნდა შეუწყდეთ, თუ რომელიმე მათგანი კანონის უზენაესობის პრინციპს დაარღვევს.

 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა პოლონეთისა და უნგრეთის მოქმედი მთავრობა კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner