logo_geo
eng_logo
ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყდა
- +

2 მარტი. 2016. 22:55


„თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის  დაკითხვა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ შეწყდა.


სამართალდამცველები პეტრიაშვილს საავადმყოფოში კითხავდნენ, რომელსაც პეტრიაშვილის ადვოკატი ლევან სამუშიაც ესწრებოდა.


თუმცა „თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის დაკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყდა. პეტრიაშვილს ტემპერატურა გაეზარდა.

ჯერჯერობით უცნობია როდის განახლდება დაკითხვის პროცესი.


პეტრიაშვილის თანაგუნდელების განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილი მზად არის, გამოძებასთან ითანამშრომლოს და ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი გასცეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner