logo_geo
eng_logo
„სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან აჰმედ ჩატაევის შესაძლო კავშირს ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებთ“
- +

1 ივლისი. 2016. 17:59


თურქეთის ხელისუფლება სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან აჰმედ ჩატაევის შესაძლო კავშირს ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს. ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა. დიპლომატის თქმით, თავდასხმის გამოძიება გრძელდება და ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, თურქეთი გაუზიარებს მას თავის პარტნიორებს.

 

მე ვნახე ეს ინფორმაცია როგორც თურქულ, ისე ქართულ მედიაში, მაგრამ ოფიციალურად ჩვენ არ შეგვიძლია ამის დადასტურება. გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ ვცდილობთ აღბეჭდილი პირების იდენტიფიცირებას. როგორც იცით, დაკავებულები არიან მომხდართან კავშირში ეჭვმიტანილი პირები, მათი რიცხვი იზრდება. მხოლოდ ამ გამოძიების მერე გვექნება გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალება, მაგრამ ამ ეტაპზე ამას ვერ დავადასტურებთ. რა თქმა უნდა, როგორც კი გვექნება ინფორმაცია, მას აუცილებლად გავუზიარებთ  ჩვენს ყველა პარტნიორს", - განაცხადა თურქეთის ელჩმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner