logo_geo
eng_logo
საფრანგეთში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ბიუჯეტს პოლონეთისა და უნგრეთის თანხმობის გარეშე დაამტკიცებს
- +

19 ნოემბერი. 2020. 16:52

 

საფრანგეთში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ბიუჯეტს პოლონეთისა და უნგრეთის თანხმობის გარეშე დაამტკიცებს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

როგორც ცნობილია, უნგრეთმა და პოლონეთმა ევროკავშირის ბიუჯეტის მიღებას ვეტო დაადეს. ბუდაპეშტსა და ვარშავაში არ ეთანხმებიან ბრიუსელის წინადადებას, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დაფინანსებას ვერ მიიღებენ, თუ აღმოჩნდა, რომ ისინი კანონის უზენაესობის პრინციპს არღვევენ.

 

საფრანგეთში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ცდილობენ, დაითანხმონ პოლონეთისა და უნგრეთის მთავრობა, რომ მათ გრძელვადიანი ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირონ.

 

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტი გულისხმობს 750 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას, რომელიც ევროკავშირის წევრებმა პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად უნდა დახარჯონ. პოლონეთისა და უნგრეთის ვეტოს გამო კი ამ დახმარების გაცემა გაჭიანურდება.

 

იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი ბიუჯეტს პოლონეთისა და უნგრეთის თანხმობის გარეშე მიიღებს, ვარშავა და უნგრეთი ბრიუსელისგან დაპირებულ ათეულობით მილიონ ევროს დაკარგავენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner