logo_geo
eng_logo
სენაკში რეგიონული ინოვაციების ჰაბის მშენებლობა იწყება
- +

19 ნოემბერი. 2020. 17:33

 

 

სენაკში რეგიონალური ინოვაციების ჰაბის მშენებლობა იწყება, რაც ერთ სივრცეში რამდენიმე კომპონენტს და სერვის გააერთიანებს. მოეწყობა სატრენინგო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ფაბლაბი, შეხვედრებისა და კონფერენციების სივრცე.

 

პროექტის მშენებლობის დაწყების ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ფარცვანია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი დაესწრნენ.

 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. შენობის ზედა სართულების მისაწვდომ სივრცეებად გარდაქმნისთვის იფუნქციონირებს ლიფტი, მოეწყობა პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები. სასწავლო ოთახებთან ერთად თავმოყრილი იქნება როგორც საერთო სამუშაო და სატრენინგო სივრცე, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობებისთვის განკუთვნილ ადგილს, ასევე კომპიუტერული ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ადმინისტრაციული ოთახები და რეცეფცია.

 

სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ინოვაციური იდეები რეალურად განახორციელონ ფაბრიკაციის ლაბორატორიაში არსებული მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით.  შენობაში არსებულ შოუ-რუმში, რომელიც  შეითავსებს როგორც საგამოფენო, ასევე სასწავლო და ჯგუფური მუშაობის ფუნქციას.

 

პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი  სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner