logo_geo
eng_logo
„როგორ ბედავს სააკაშვილი მის დაბოღმილ, კოკაინით და კორუფციით გათანგულ აზროვნებაში, რომ ბიძინა ივანიშვილზე ილაპარაკოს?!“
- +

1 ივლისი. 2016. 18:03


კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ, არამართებული და არაორდინარული ადამიანის ნამოქმედარს უწოდებს.


როგორც „რეპორტიორის" პრესკლუბში სულხან მოლაშვილმა განაცხადა,  მიხეილ სააკაშვილმა მისი კეთილდღეობა სამშობლოში გაცვალა,  რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას თავისი მშობელი ქვეყანა არასდროს ჰყვარებია.


„მიხეილ სააკაშვილი რომ არაორდინარული პიროვნებაა და მხოლოდ საკუთარ თავზე და კარიერაზე ფიქრობს, მე მგონი, არავისთვის სადავო არ უნდა იყოს. მან ძალიან მარტივად, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში გაცვალა. შეუძლებელია, შენი ქვეყნის მოქალაქე დარჩე და ამავდროულად სხვა ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში იყო. ეს ისეთი ანი და ბანია იურისპრუდენციაში და საერთაშორისო სამართალში, რომელიც მხოლოდ სააკაშვილისნაირმა „განსწავლულმა" იურისტებმა არ იცოდნენ. თუმცა, მე ეჭვი მეპარება, რომ სააკაშვილმა ეს არ იცოდეს. მან მშვენივრად იცის ეს საკითხი, მაგრამ იმდენად  დიდია ამ  ადამიანში ეგოისტური და მაჯლაჯუნური ლტოლვა ეკრანზე გამოჩენის, რომ ვერ ერევა. მას აქვს ავადმყოფური მიდრეკილება განდიდებისაკენ, თანამდებობისკენ, სიმდიდრისკენ, რაც არაერთხელ დადასტურდა, მისი 9-წლიანი რეჟიმის დროს და მანამდეც, ვიდრე ის პრეზიდენტი გახდებოდა. ის იყო კორუფციის ჭაობში ჩაქცეული პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იმთავითვე, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა",- განაცხადა სულხან მოლაშვილმა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად უკრაინის მოქალაქისა და ოდესის ოლქის გუბერნატორის წარსული გაიხსენა.


მისი განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში თავიდანვე არაკეთილსინდისიერი გზით მოვიდა. ხოლო ოდესის მოსახლეობა მალე მოიშორებს მას თავიდან.


„სააკაშვილის მთელი თვალთმაქცური ბიოგრაფიის ფონზე, მხოლოდ სამძიმრის სიტყვები შეგვიძლია ვუთხრათ ოდესელ ხალს. ისეთი არასტაბილური ფიგურის გუბერნატორად დანიშვნა აუცილებლად გამოიწვევს სოციალურ რყევებს და რისი იმედიც აქვს  სააკაშვილს, რომ იგი გადაიქცევა მძლავრ  ფინანსურ  წყაროდ  „ნაციონალური მოძრაობისთვის",  ეს სისულელეა", - განაცხადა მოლაშვილმა.

 

სააკაშვილის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს რესურსებით გამდიდრება სურს, სულხან მოლაშვილმა  არასერიოზული ადამიანის რეპლიკა უწოდა.

 

 

„მე არ ვიცი, როგორ ბედავს სააკაშვილი მის დაბოღმილ, კოკაინით, კორუფციით და ათასი ილუზიებით გათანგულ აზროვნებაში, რომ კიდევ ასე ლაპარაკობს. კიდევ ისმის მისგან ჭორვილის პროვინციალიზმზე საუბრები. რა იცის სააკაშვილმა ჭორვილა და მისი მნიშვნელობა? რა იცის, რა დიდი ცივილიზაცია იყო ამ ტერიტორიაზე", - განაცხადა სულხან მოლაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში საუბრისას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner