logo_geo
eng_logo
იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა
- +

19 ნოემბერი. 2020. 18:44

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა.

 

შეხვედრა სტუდენტების ინიციატივით შედგა.

 

სტუდენტებმა საარჩევნო პროგრამა მოისმინეს და კანდიდატებს საკუთარი იდეები და შეხედულებები გააცნეს.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის კიდევ უფრო განვითარების საკითხში სტუდენტების აზრი და იდეები იყოს გათვალისწინებული.

 

მერობის კანდიდატის თქმით, ქუთაისში ბოლო წლებში განათლების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებებია, ქალაქი განათლების ჰაბად არის მიჩნეული და ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების და მიზნების რეალიზაციისთვის კიდევ უფრო მეტი საშუალება აქვთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner