„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი „facebook"-გვერდზე წერს:
„ძალადობაა, როცა პირდაპირ თუ ირიბად... მაგრამ გაიძულებენ, რომ მაინცდამაინც ერთსქესიანთა ქორწინებას დაუჭირო მხარი!!! ან თავს დაგესხმებიან, შენს მოსპობას და განადგურებას დაისახავენ მიზნად. ოპონენტები თითქოს სწორედ ძალადობას გმობენ, მაგრამ მზად არიან, უკიდურესი აგრესიით, ისტერიკით და შეურაცხყოფით გიპასუხონ... იმის გამო, რომ შენთვის მისაღები ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარული და სექსია!... ოჯახსაც ასე ხედავ, როგორც ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებას!... მე ვაიძულებ ვინმეს, ჩემსავით იფიქროს? ვინმეს მათრახით დავდევ? არა... უკანალის, პირის, თვალის, ხელის ფუნქციას განსხვავებულად ხედავს? დაინახოს, ბატონო... ვსპობ? ვანადგურებ? ჩაქუჩით დავდევ? არა... მაშინ ჩემნაირებზე რატომ ძალადობთ, ვისთვისაც მისაღები მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინებაა? ჩვენთვის აზრის გამოხატვის ან სექსუალური ორიენტაციის შერჩევის უფლება შეზღუდულია? რატომ უნდა გერიდებოდეთ, რომ ჩვენი აზრი ღიად გამოვთქვათ? რატომ უნდა დამგმოთ, თუ ცისარტყელას ზოლებიანი ფოტო არ გამოვფინე?! ...
უმცირესობების უფლებების დაცვის თემა და სექსუალური უმცირესობების ორიენტაციის პროპაგანდა დღეს ერთმანეთშია აღრეული. ეს ის შემთხვევაა, როცა უმცირესობა ჩაგრულის ნიღაბით მოდის და უმრავლესობას ჩაგრავს. მე კი მგონია, რომ მსოფლიოს ერთ დღეს მობეზრდება ერთსქესიანთა ქორწინება, ისევე როგორც თავისუფალი სექსის ეპოქა ამოუვიდა ყელში... დანაყრდება და მობეზრდება... მე მინდა დარჩენა ჩემს სქესში და მამრობით სქესთან ოჯახურ სივრცეში. მე ვხედავ სიყვარულს არა როგორც დაავადებას, არამედ როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის მწვერვალს. არა მხოლოდ ხორციელი, არამედ, პირველ რიგში, სულიერი ურთიერთობის მწვერვალს. ნება იბოძეთ და პატივი ეცით ჩემს ორიენტაციას, ჩემს აზრს და ჩემს პოზიციას. მართლა ნუ გაახურეთ საქმე", - წერს ინაშვილი.