logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვენი პაციენტების 37% კლინიკებში არიან განთავსებული, რაც ძალიან ცუდი და მნიშვნელოვნად დამაზიანებელი ციფრია
- +

20 ნოემბერი. 2020. 00:10

 

 

„გართულების გარეშე პაციენტის მიერ დაკავებული საწოლი ნიშნავს, რომ იმ პაციენტს წავართვათ საწოლი, ვისაც ეს სჭირდება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში  განაცხადა.

 

 

„ახლა ჩვენი პაციენტების 37% კლინიკებში არიან განთავსებული, რაც ძალიან ცუდი და მნიშვნელოვნად დამაზიანებელი ციფრია. ხანდახან 20-25 წლის სტუდენტების ოჯახის წევრები ცდილობენ, რომ ისინი გართულების გარეშე კლინიკაში მოათავსონ - ნაცნობობით, მეგობრობით, დარეკვით და ა.შ. ძალიან ცუდია! ასეთი პაციენტის მიერ დაკავებული საწოლი ნიშნავს, იმ პაციენტს წავართვათ საწოლი, ვისაც ეს სჭირდება და ეს უნდა გავიაზროთ. შეიძლება ითქვას, პაციენტების 85%-ს სტაციონარი არ სჭირდება“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner