„გართულების გარეშე პაციენტის მიერ დაკავებული საწოლი ნიშნავს, რომ იმ პაციენტს წავართვათ საწოლი, ვისაც ეს სჭირდება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ახლა ჩვენი პაციენტების 37% კლინიკებში არიან განთავსებული, რაც ძალიან ცუდი და მნიშვნელოვნად დამაზიანებელი ციფრია. ხანდახან 20-25 წლის სტუდენტების ოჯახის წევრები ცდილობენ, რომ ისინი გართულების გარეშე კლინიკაში მოათავსონ - ნაცნობობით, მეგობრობით, დარეკვით და ა.შ. ძალიან ცუდია! ასეთი პაციენტის მიერ დაკავებული საწოლი ნიშნავს, იმ პაციენტს წავართვათ საწოლი, ვისაც ეს სჭირდება და ეს უნდა გავიაზროთ. შეიძლება ითქვას, პაციენტების 85%-ს სტაციონარი არ სჭირდება“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.