logo_geo
eng_logo
საგამოცდო ცენტრების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა
- +

1 ივლისი. 2016. 18:16


თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.

 

„თბილისში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, შეუფერხებელი და დროული გადაადგილების მიზნით, 1 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. კერძოდ, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან" გლდანის დასახლებაში არსებული 39-ე, 173-ე და 177-ე საჯარო სკოლების მიმართულებით, ასევე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან" (მუხიანის მხრიდან) მუხიანის დასახლების 175-ე საჯარო სკოლის მიმართულებით. მ/ს „ვარკეთილიდან" მე-3 მასივში არსებულ 117-ე საჯარო სკოლამდე. მგზავრობის საფასური შეადგენს სტანდარტულ ტარიფს", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner