logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: მაიკ პომპეოს ვიზიტმა ნათელი გახადა, რომ ამერიკული მხარისთვის საქართველოსთან პარტნიორობა მხოლოდ სიტყვები არ არის
- +

20 ნოემბერი. 2020. 02:55

 

 

 „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  ირაკლი ჩიქოვანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შეაფასა. მისი თქმით, ეს ვიზიტი, აშშ-საქართველოს გაუმჯობესებული  ურთიერთობების შედეგია  და ასევე ახალ შესაძლებლობების დასაწყისი.

 

„ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ წლების განმავლობაში გაუმჯობესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ფონზე. წლების განმავლობაში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ვითარდებოდა, ძლიერდებოდა. მათი შინაარსი ხდებოდა გაცილებით ფართო და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ყოველწლიურად გაცილებით მეტ დახმარებას ვიღებდით. პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების მოდერნიზებაში გვეხმარებოდნენ. წლიდან წლამდე ეს დახმარება იზრდებოდა და მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამხედრო შეიარაღებასთან დაკავშირებით ჩვენ გარღვევა გვქონდა. მეორეს მხრივ, ყოველწლიური დახმარების პაკეტი, რომელსაც საქართველოს აქვს, ბოლო წლებში გაიზარდა და მან რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

მისივე თქმით, მაიკ პომპეოს რეგიონულმა ტურნემ, რომლის დროსაც იგი ვიზიტით ჩამოდი საქართველოში, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს რეგიონში განვითარდა, თვალნათელი გახადა, რომ ამერიკული მხარისთვის საქართველოსთან პარტნიორობა მხოლოდ სიტყვები არ არის.

 

„ეს არის რეალური საქმე და რეალური სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ჩვენი დასავლური, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული ღირებულებების განვითარებას როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მის მიღმა. ამიტომაც, ჩვენ ვხედავთ ამას. ჩვენ მოგვიწევს კიდევ შრომა იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო რეალისტური გამოხმატულებები ჰქონდეს. ამის შესაძლებლობას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა იძლევა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner