logo_geo
eng_logo
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს
- +

20 ნოემბერი. 2020. 10:16

 

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ოთარ შამუგია   არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში და კომპანიაში  „ნატურალ 7“ იმყოფებოდა, სადაც მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის პროცესს გაეცნო.

 

„დღეისათვის, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ჩაბარებულია 41 ათას ტონაზე მეტი ვაშლი; შედეგად, ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. მოგეხსენებათ, წელს ვაშლის უხვი მოსავალია. ექსპორტირებული ქართული ვაშლის რაოდენობა 4 700 ტონაზე მეტია, რაც გასული  წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 11-ჯერ აღემატება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის  პროგრამაში 14 კომპანიაა ჩართული.

 

„ნატურალ 7“  არასტანდარტული ვაშლის  რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. საწარმო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მდებარეობს.

 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლისა განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.  სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner